- ეთნომეთოდოლოგია
- იკვლევს არჩეული მოქმედების მიმართულებებს, მნიშვნელობას რომელიც ამ მოქმედებას მიენიჭა, და ის გზები, რომლითაც გაგებები ,,მიღებულია” და მეტ-ნაკლებად ექსპლიციტურია. ეთნომეთოდოლოგია შეიძლება განვიხილოთ, როგორც გარე (კულტურული და ნორმატიული დეტერმინაცია) ასევე შიდა (ფსიქოლოგიური დეტერმინაცია) სტრუქტურაზე ნაწილობრივი უარის თქმა და ურთიერთქმედების პროცესის მაგივრად ისეთი გაგების შემოტანა, რომლის მიხედვითაც ქცევის მიმდინარეობის დიდი მრავალფეროვნებაა ხელმისაწვდომი (ამიტომ მისი წინასწარგანჭვრეტა შეუძლებელია).Source: თევზაძე გიგი - ინსტიტუციური ცვლილებების სოციოლოგია : [სახელმძღვ. სოციალ. მეცნიერებების მაგისტრანტებისათვის / რედ.: ლია კაჭარავა] - თბ. : მეცნიერება, 2002
Georgian encyclopedia. 2013.